19 April, 2009

I’ll play and tell you what it is later.

Miles Davis Quintet - You're My Everything


კვირა დღე რომ თენდებოდა ვგრძნობდი როგორ იზრდებოდა პანიკა ჩემში. ვიცოდი რომ დილას გავიღვიძებდი და ერთ წითელ კვერცხს გავტეხდი და შემდეგ სიბნელე იყო. უსაქმურობამ მაიძულა მაილს დევისის მთელი ალბომი ჩამეწერა პლეიერში და ველოსიპედი გამომეყვანა გარჟიდან. წინა სიჩქარეები ისევ ურევს, და მგონი არ ეღირსება გაკეთება, მაგრამ მაინც და მაინც არ შევუწუხებივარ.

რატომღაც გადავწყვიტე წერეთელზე ჩამეხვია. მოძრაობა თითქმის არ იყო, ბუნებრივია კვირაა, 11 საათი (თბილისისთვის ეს ჯერ ისევ ღამის ნაწილია), თან აღდგომა.

Miles_Davis

მაილს დევისი ყოველთვის ერთნაირია - უსასრულოდ მრავალფეროვანი და ვერასოდეს გაიგებ როგორია. ხან სენტიმენტალურია, ხან ცეკვავს და დაგცინის, ხან უბრალოდ ჩუმად ზის და ამას ყველაფერს ერთ კომპოზიციაში ასწრებს, უფრო მეტიც ერთ წუთში, ერთ ნოტაში. Blue In Green -ში როცა შემოდის ეს საყვირი, იმ ერთ ნოტას რომ წელავს, ალბათ ამ ქვეყნად ყველა ემოცია, ყველა ჩრდილი შეგიძლია დაიჭირო იმ ერთ წამში.

და აი ასეთი მაილს დევისი მყავდა ყურებში როცა პედლებს ვატრიალებდი დინამოს სტადიონთან. You're My Everything-ს ვუსმენდი, რომანტიულს და პასიურად ოპტიმისტურს. ერთერთი იმ კომპოზიციათაგანია ჯაზის საუნდის განმარტებად რომ უნდა მოჰყვებოდეს ლექსიკონებს - სტანდარტული, სტერეოტიპული და ამავე დროს ორიგინალური და ლამაზი.

მუშტაედი გამოჩნდა. დიდხანს ვუყურე გარედან, მივხვდი რო ალბათ ერთი 10-12 წელია აღარ ვყოფილვარ მუშტაედში და გადავწყვიტე ჩამეხვია და დამეთვალიერებინა. არ ვიცი ან მე გავიზარდე მოცულობაში ან მუშტაედი დაპატარავდა მაგრამ იმ 10-12 წლის წინ აქაურობა უკიდეგანოდ დიდი იყო. ძალიან მიყვარდა მუშტაედი და საშინლად დაღლილი ვბრუნდებოდი იქიდან სახლში, გზაც კი მიყვარდა მუშტაედამდე, ყველაფერი. მერე სულ ბევრი ხალხი იყო მუშტაედში, და ბამბის ნაყინი და რაღაც უცნაური კევი ჰქონდათ ხოლმე, გემრიელი. გარდა მაგისა იმ 10-12 წლის წინ ყველაფერი ანათებდა და გადიდებული თვალებით ვუყურებდი, და ის მანქანებიც ნაკლებად ჟანგიანი იყო.

ჩემს გარდა მუშტაედში რამოდენიმე დიდი ძაღლი დასეირნობდა პატრონებთან ერთად და მიწევდა გვერდი ამეარა მათთვის რადგან ძაღლი ველოსიპედისტის პირველი მტერია. ძაღლების გარდა პატარა ბავშვებს ასეირნებდნენ მშობლები მუშტაედში. იმ ასაკში იყვნენ მე რომ 10-12 წლის წინ ვიყავი და გადიდებული თვალები არც მათ ჰქონდათ. ის კაცი სად არის ბამბის ნაყინს რომ ყიდის? ეშმაკის ბორბალი რატომ არ ტრიალებს და რატომ არ ფარავს მაილს დევისის კვინტეტის ჩამთბარ რომანტიკას მხიარული ხმაური?

რაღაც მოჩვენებების ქალაქს ჰგავს ეს თბილისი, არა?

I'm always thinking about creating. My future starts when I wake up every morning... Every day I find something creative to do with my life.
Miles Davis

17 April, 2009

Doc 1

დღეს ისტერიული სურვილი გაიჩნდა რადიოველოსიპედი გამეცოცხლებინა და რამე დამეწერა, უბრალოდ წარმოდგენა არ მაქვს ეს რამე რა უნდა ყოფილიყო და უბრალოდ ვორდი გავხსენი და წერა დავიწყე.

პირველი პუნქტი.

პირველი პუნქტი მდგომარეობს იმ აში, რომ რადიოველოსიპედი მუსიკალური ბლოღი აღარ იქნება, ვინაიდან და რადგანაც ეჭვი მაქვს მალე მუსიკას საერთოდ აღარ მოვუსმენ ან მეთორმეტე სართულიდან გადმოვხტები. ყოველ შემთხვევაში ახალი ალბომების გადმოწერა და შემდეგ მაგ თემაზე აღფრთოვანებული ბოდილაების წერა მაგრად მომბეზრდა, ყველაფერს რო თავი დავანებოთ ორ დღეა U2-ს 10 სიმღერას ვუსმენ , თან მსიამოვნებს და პელიერში პლეილისტს თითქმის თვეში ერთხელ ვცვლი. თუ რამე კარგს ვიპოვი აუცილებლად დავწერ.

მეორე პუნქტი

აირღუმელში გამომცხვარი კალმახი.

კალმახი 1ც.

კარაქი 50 გრ.

მწვანილი - იმპროვიზირებული რაოდენობა ც.

ვიღებთ მთელ კალმახს, ვუჭრით მუცელს და ვასუფთავებთ.

შიგნით ვტენით მწვანილებს, ოხრახუშს კამას e.t.c., აქ იმპროვიზაცია სრულად დასაშვებია გემოვნების მიხედვით.

ვდებთ კალმახს ტაფაზე/ან ვახვევთ ფოლგაში (რა ბანძი სიტყვაა ღმერთო), თან რა თქმა უნდა ვამატებთ კარაქს და შემდეგ ამას ყველაფერს ვდგამთ აირღუმელში.

დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ კერძი მზად არის.

მესამე პუნქტი

ხელით წერას გადავეჩვიე სულ ვორდში ვბეჭდავ, ესე აღარ შეიძლება

მეოთხე პუნქტი

ჩემი სულიერი ძიება მასთან დაკავშირებით თუ რისთვის არსებობს საერთოდ ბლოგი ჯერ არ დასრულებულა და როდის დასრულდება არ ვიცი, დიდი თავგადასავალი გაქვთ წინ

01 December, 2008

Matthew Robert Cooper - Miniatures

eluvium

ამ ბოლო დროს ჩვევად მექცა, არა ამ ბოლო დროს რატომ ადრეც ჩვევად მქონდა უბრალოდ მერე ცოტახნით მიიძინა მაგ ჩვევამ და ეხლა ისევ გაცოცხლდა. მოკლედ მუსიკას ვრთავ და ისე ვიძინებ. კაი ხანი Jóhann Jóhannsson-ის ახალი ალბომით ვიძინებდი, ხან Lind-ით. ხოდა ერთხელაც Matthew Robert Cooper-ით დავიძინე და იმ ღამეს სულ ლამაზი მელოდიები მესიზმრებოდა.

Matthew Robert Cooper უფრო ცნობილი როგორც Eluvium, არის ამერიკელი მუსიკოსი რომელიც ამჟამად პორტლენდში ცხოვრობს. ცხოვრობს და აკეთებს მუსიკას.

ალბათ მიხვდით უკვე ambient, shoegaze, electronic, minimalist ტიპთან გვაქვს საქმეს, რომელიც მშვენიერ ლამაზ-ლამაზ მელოდიებს აკეთებს და აქვეყნებს ალბომების ფორმაში.

Eluvium-ის მუსიკა დიდი და ფართო პეიზაჟებით არის სავსე, ორკესტრიანი, დახვეწილი არანჟირებით. 2008 წელს კი 9 ლამაზი მინიატურა გააკეთა Matthew-მ და უკვე არა Eluvium დააწერა დისკს არამედ Matthew Robert Cooper, რადგან ეს ალბომი მართლაც შორს არის Eluvium-ის საუნდისგან.

k3rr4h

Matthew Robert Cooper - Minatures

year: 2008

label: gaarden records

genre: ambient, neo classical, minimalist,

#01] Miniature 1
#02] Miniature 2
#03] Miniature 3
#04] Miniature 4
#05] Miniature 5
#06] Miniature 6
#07] Miniature 7
#08] Miniature 8
#09] Miniature 9

DOWNLOAD

WebPage

MySpace

19 November, 2008

mikeal lind - islands musik

creature in a funny sweater

ჩემი დღე იწყება იმით, რომ მე გაღვიძება არ მინდა და საწოლის დატოვება საშინლად მეზარება. წინ კიდევ ერთი დღე როცა გაქვს ყველაფერი ზედმეტად რთულად გეჩვენება. ბოლოს და ბოლოს გადავაგდებ ხოლმე ჯერ ისევ მძინარე საბანს და ვიწყებ ჩემს დღეს, ნელ - ნელა ზანტად. დღის დაწყებისას მთავარია რაღაც გაიკეთო იმისთვის, რომ დღე ცოტა აზრიანად დამთავრდეს, ანუ თუ წინა დღით არ გაქვს რამე გამზადებული დილით უნდა გაიმზადო რამე საღამოსთვის და ამიტომ ჩაის ჭიქით ხელში ვრთავ ჩემს მომაკვდავ კომპიუტერს და ვათვალიერებ ნაცნობ მუსიკალურ ბლოგებს და სხვადასხვა გვერდებს, საიდანაც ვიწერ მუსიკას რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, რომ 5 ან მეტი გადმოწერილი ალბომიდან საღამოს სახლში დაბრუნებულმა ერთი მაინც ვიპოვო კარგი. ამ ადგილას გავჩერდები და ცოტას ვიბუზღუნებ თანამედროვე ბენდების ერთფეროვნების შესახებ

აი ზუსტადაც რომ 5 ალბომს ვპოულობ (ვპოულობ არა ვიწერ, თორე ყველა რომ გადმოვწერო რასაც გადავაწყდები სახლში რემონტის გაკეთება დამჭირდება) დღეში, 10 შემსრულებელს და ამ ზღვა მუსიკას ვუსმენ ყოველ საღამოს, ჩემს ფოლდერებში რა ხდება მე თვითონ აღარ ვიცი, სრული არეულობა და ქაოსია, გადმოწერილის გადალაგებასაც ვერ ვასწრებ, two creatures and a catმაგრამ რომ მკითხონ საყვარელი ბენდი რომელი გყავსო ალბათ ისევ სამ ოთხ სახელს დავაბრახუნებ რომელიც ყველამ კარგად იცის (ყველამ თუ არა მუსიკის მსმენელთა უმეტესობამ) და ვერაფრით ვერ გავიხსენებ იმ 10 შემსრულებლის სახელს, რომლებიც წინა დილას აღმოვაჩინე და რომელთა ალბომებსაც წინა საღამოს ვუსმენდი. ხშირად ერთმანეთისგან გარჩევა მიჭირს ამ ჯგუფების იმდენად ერთნაირები და ერთფეროვნები არიან. ეს ყველაფერი საბოლოოდ ძალზედ დამღლელი ხდება. myspace მუსიკოსების რაოდენობა დღეს იმდენად დიდია, ისე დაიხვეწა მუსიკის კეთების კულტურა დღევანდელ სამყაროში, ისეთი ადვილი გახდა კარგი, ხარისხიანი მუსიკის გაკეთება, რომ ეს ყველაფერი რაღაც კონვეერს ემსგავსება და შიზოფრენიულად გადარბის ხოლმე თვალწინ ათასობით კადრი მუსიკოსების სახელებით, სიმღერებით, ალბომებით, დისკების გაფორმებით. ყველა კარგია, ყველა საინტერესოა, ყველა ინდია, ყველა კონცეპტუალურია და მოკლედ ყველა თავისას ატრაკებს და ღირს მისი მოსმენა, მაგრამ ბოლოს მაინც ნერვები მომეშლება ხოლმე და თითქოს თავდაცვის მიზნით რაღაც ძველს და ნაცნობს ჩავრთავ. ამ მუსიკოსების შიზოფრენიული სირბილის ფონზე იშვიათად თუ გამოჩნდება სახელი, რომელიც ცოტა მეტ ყურადღებას იმსახურებს და რომლის მუსიკაც ცოტა შინაარსიანია.

და არა მარტო მუსიკაა ერთფეროვანი, თბილისში დღეც ბუნებრივია ერთფეროვანია და სახლში რომ ვბრუნდები კომპიუტერთან ისევ ის გაყავისფრებული ჩაის ჭიქა მხვდება, დილით, რომ დავტოვე მაგიდაზე და შიგნით ცივი ჩაი, რომ არის შემორჩენილი. მეც ახალი ჭიქით ახალი ჩაი შემომაქვს ოთახში და დილით ნაპოვნი მუსიკის დათვალიერებას ვიწყებ,lind profile იმ იმედით, რომ ჩემს საღამოს აზრს მისცემს რომელიმე ალბომი და რომელიმე მუსიკოსი. ერთ საღამოსაც ისლანდიელი Mikael Lind - ი ვიპოვე დილით გადმოწერილ მუსიკაში და მოვისმინე. მოვისმინე მისი 2009 წლის ალბომი ერთხელ, ორჯერ, შემდეგ დავინტერესდი ვინაა ეს Mikael Lind, შემდეგ იქნებ რამე სხვაც ვიპოვო და გადმოვწერო მეთქი, ვიფიქრე, შემდეგ იქნებ ვიდეოებსაც ვუყურო მეთქი - გამიელვა აზრმა და ბოლოს მოვიდა აზრი - მე რომ ვუსმენ ხო კაი და იქნებ სხვებსაც მოვასმენინო და რადიოველოსიპედზე ავაჭრიალო Lind-ის მუსიკა.

დავიწყოთ იმით თუ ვინ არის ეს Lind. როგორც უკვე ვთქვი ისლანდიელია (თუმცა ზოგან წერია რომ შვედია და ზოგან რომ ისლანდიელია და ზუსტად არ ვიცი, შემიძლია ვივარაუდო რომ დედა ჰყავდა შვედი მამა კი ისლანდიელი ან პირიქით შვედი ისლანდიელი და დედა მამა ჰყავდა), მამრობითი სქესისაა და მუსიკოსია. მმმმმმ მმმმმეტი მგონი არაფერი ვიცი მასზე. მინდოდა მიმეწერა სპეისზე, ძალიან მომწონს შენი მუსიკა - იქნებ რამე მითხრა მეთქი შენს შესახებ, მაგრამ დიდი მადლობა ქართულ ინტერნეტს არაფერი გამოვიდა. ასე რომ შევეცდები დამოუკიდებლად ვიბოდიალო მის შესახებ. ბიოგრაფიული ცნობების შეთხზას არ დავიწყებ და მუსიკაზე გადავერთვები. ახლა უკვე Mikael Lind - ის მესამე ალბომს ვუსმენ და ძალიან მომწონს მისი საუნდი. ეს არის ელექტრონულ-აკუსტიკურ-ნეოკლასიკური ჟღერადობა, ლამაზი toy მელოდიებით და კარგი გლიჩებით ძალიან მაღალ და ძალიან დაბალ სიხშირეებში. 2009 წლის Islandsmusik-ში ორკესტრის არანჟირებაცაა გამოყენებული და უფრო დიდი აქცენტია გაკეთებული კლასიკურ მუსიკაზე ვიდრე სხვა ალბომებში. Lind-ი კარგად ახერხებს არ გადატვირთოს თავისი მუსიკა ზედმეტად ძლიერი რითმებით, გლიჩებით, ელექტრონული ეფექტებით და ცდილობს მინიმალურად გართულებული მუსიკისაგან რაც შეიძლება მეტი მიიღოს. lindეს კარგად გამოსდის - მუსიკა სწორ, ზუსტ განწყობას იჭერს, გააზრებული და მიზანმიმართულია და სასიამოვნო მოსასმენი ხდება. მაინც და მაინც განსაკუთრებულ ორიგნიალობას ვერ დავაბრალებ Lind-ს, მაგრამ ფაქტია,რომ ელექტრონულ-ემბიენთ-Fოლკტრონიკ-ნეოკლასიკ ტენდენციებში ის კარგად ზის და ახერხებს აკეთოს მარტივი კარგად მოსმენადი თანამედროვე მუსიკა. 2004 წლის after summer comes fall თავიდან ბოლომდე idm ექსპერიმენტია და როგორც თვითონ ლინდი ამბობს უნდოდა ცივი ელექტრონული ჟღერადობა გაეთბო, რამდენად გამოუვიდა ეს სხვა საკითხია, მგონი ბოლომდეც ვერ მოახერხა ელექტრონიკის გათბობა და სხვა შემსრულებლები ამას უკეთესად აკეთებენ. Islandsmusik (რომელიც ალბთ მიხვდით მომავალი წლის იანვარში გამოდის) სულ ახალ, განსხვავებულ საუნდს ატარებს და უფრო ახლოსაა იმასთან რისი გაკეთებაც ლინდს უყვარს, ხელოვნური ექსპერიმენტებისათვის თავის დანებება და მუსიკის საკუთარი სურვილების, ინტერესების მიხედვით კეთება ყოველთვის უკეთეს შედეგს იძლევა მგონი და ძალიან ლამაზი ალბომი მივიღეთ.

lind and ball

ხომ დისკი 2009 წელს გამოდის და გეტყოდით ეს გადაწერეთ მოისმინეთ მერე წაშალეთ და წადით CD იყიდეთ მეთქი, მაგრამ ისა..... ხო.... საქართველოვ

გამოყენებული ნახატებიც ლინდს ეკუთვნის

ეს ვიდეოები ნახეთ კაია, თან last.fm-ის სტრიმი კარგად მუშაობს ამ ბოლო დროს, ასე რომ პრობლემა არ არის, ორივე ვიეოში სხვადასხვანაირ ლინდს ნახავთ


Piano Piece
Ballonger

ვიდეოების გარდა last.fm-ზე ერთი ალბომი და ერთი EP დევს ლინდის free downloadბით და სეგიძლიათ გადმოწეროთ

Mikael Lind - After Summer Comes Fall (album free download on last.fm)

Mikael Lind - Klockslaget EP (album free download on last.fm)

ალბომის გაფორმება არ მაქვს, შეიძლებ ჯერ არც დამზადებულა საერთოდ ამიტომ ტრეკლისტით დაკმაყოფილდით

Mikael Lind - Islandsmusik

year: 2009

label: _____

genre: ambient, contemporary classical, electronica, glitch

#01] Music for Canham
#06] Í eldgömlu húsi
#07] Bokorm
#08] Spuni (improvisation)
#08] Vinterbarock
#09] An army of dancing puppets

password:radiobicycle

DOWNLOAD

MySpace


source

13 November, 2008

radiobicycle is one year older then nothing

another year

ხალხნო გუშინ რადიოველოსიპედი ერთი წლის გახდა! სადღაც ხიდის ქვეშ ეგდო ჟანგიანი და დასაზეთი და ძაღლებთან ერთად ეძინა, თავს გრძნობდა როგორც თომ ვეითსი მღერის The Piano Has Been Drinking Not Me - ში. რაღაც მოხდა ამ ერთ წელიწადში მგონი და რადიოველოსიპედმა საინტერესო ბევრი დაწერა, ბევრიც უაზრო და შეეძლო მეტიც დაეწერა მარა ხანდახან ჯაჭვი უჭედავს, მოკლედ რა მინდა მე, მე მინდა ათი პოსტი ავარჩიო რადიოველოსიპედის წლიდან და აი აქ ამოვყარო, გადახედეთ რაც წაგიკითხავთ იმას და რაც არ წაგიკითხავთ ყურადღებით წაიკითხეთ, ან გადაწერეთ.

10.  sibyllecoverlgyn5 Sybille Baier - ალბათ მართლა ყველაზე ინტიმური singer-songwriter რაც კი ოდესმე მომისმენია

09. mehldau Brad Mehldau - მიუხედავად იმისა რომ ბოლო ალბომი ჩაუვარდა მაინც დღევანდელობის ყველაზე ძლიერ ჯაზ პიანისტად მიმაჩნია.

08.dorky photo002 ქართველებიც უკრავთ Jazz-ს?

07.178916 Amiina

06.rafr1  Звезда Рок -н- Ролла - ეს პოსტი ჩემს დაბადების დღეზე გავაკეთე, ოცის გავხდი და მეშინოდა მარაზმი დამეწყება, გრებენშიკოვზე და ჰარისონზე გადავალ მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ მართლა მარაზმში ვარ მას შემდეგ და აკვარიუმი მესამეა ჩემს ჩარტებში, ბითლებიც მოიწევენ ტოპისკენ

05.DSC00384 ლაიონელ ჰააზის ბნელი კონცერტი თბილისში - მახსოვს რა მხიარული საღამო გავატარეთ, რა სასიამოვნო.

04.est2004_2_thumb[1] e.s.t. - ეჰ, ეს ტრიო არ უნდა დამთავრებულიყო წელს

03.brokenflowers_20050905 russia post today - რუსეთით ჩემი გატაცება გრებენშიკოვით არ დამთავრებულა და ბევრი ახალი საინტერესო პოსტ-როკი ვიპოვე იქ. რუსეთიდან კიდევ ბევრი საინტერესო მუსიკა მოვა აი ნახავთ თუ არა.

02.DSCN3725-vi Alina Orlova - ამ გოგნასთან ერთად ჩაიარა ჩემმა ზაფხულმა, და კიდევ ბევრი ჩემი მეგობრის ზაფხულმა ჩემთან ერთად, ძალიან ლამაზი და ფერად ფერადი მუსიკაა.

01.Bridie & Kathleen Dancing 1_thumb[3] ტრაქტორი და ტრაქტორისტები - Широко трепещет туманная нива, / Вороны спускаются с гор. / И два тракториста, напившихся пива, / Идут отдыхать на бугор. / Один Жан-Поль Сартра лелеет в кармане, / И этим сознанием горд; / Другой же играет порой на баяне / Сантану и "Weather Report".

 

 

 

 

აი ეს იყო რადიოველოსიპედის წელი, არც ისე ცუდი იყო თითქოს არა?

Jóhann Jóhannsson - Fordlandia

"My name is Yon Yonson, I live in Wisconsin. I work in a lumberyard there. When I walk down the street, the people I meet say 'What is your name?' and I say: My name is Yon Yonson, I live in Wisconsin. I work in a lumberyard there. When I walk down the street, the people I meet say 'What is your name?' and I say ..." და ასე მეორდება გაუთავებლად. ეს იონ იონსონი Jóhann Jóhannsson -ს მახსენებდა ყოველთვის, ნეტა Jóhannsson -იც ასე ესალმება ხალხს? "My name is Jóhann Jóhannsson, I live in Wisconsin. I work in a lumberyard there. When I walk down the street, the people I meet say 'What is your name?' and I say ..."

press1

ალბათ არა, მაგრამ მსგავსება მართლა არის, ხომ? ყოველ შემთხვევაში Jóhann Jóhannsson -ი Yon Yonson-ისაგან განსხვავებით არც ვისკონსინში ცხოვრობს და არც მეტყევეა, უბრალო ისლანდიელი მუსიკოსია, რიგით პოსტ-ყველაფერ-ნეოკლასიკ-ელექტრონიკ არტისტი, რომელიც მშვენიერ, მრავალფეროვან და საინტერესო მუსიკას წერს, და წელს ახალი ალბომიც გვაჩუქა სახელწოდებით Fordlandia. როცა ალბომის სახელი წავიკითხე და სიტყვა Ford გავიაზრე იმავე წამს Doors-ისათვის სახელის მიმცემი ინგლისელი მწერლის Aldous Huxley-ს რომანი Brave New World (ხო Iron Maiden-საც აქვს ასეთი ალბომი მაგრამ ეს უაზრო ჯგუფი არ მიყვარს ამიტომ ამ ფაქტს შევიმჩნევ და გავაგრძელებ წერას) გამახსენდა. ეს ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებია და მოქმედება ხდება მომავალში, სადაც ადამიანები არა ბუნებრივი გზით - არამედ ლაბორატორიებში იბადებიან, სადაც კაპიტალიზმმა გაიმარჯვა და ყველაფერს მოთხოვნა - მიწოდების კანონი განსაზღვრავს, სადაც ახალი ღმერთი ჰყავთ - ჰენრი ფორდი.

მოკლედ ამ წიგნის შემდეგ არის ჰენრი ფორდის სახელს რომ ვეღარ ვიტან და ფორდის ავტომობილებისადმიც არ ვარ კეთილგანწყობილი. Fordlândia კი ჰენრი ფორდის შეძენილი პლანტაციის სახელწოდება არის. უფრო სწორად მიწის ნაკვეთის, თუ 10,000 კვადრატული კილომეტრის ფართობს შეიძლება საერთოდ მიწის ნაკვეთი ეწოდოს, რომელიც 1920 წელს ჰენრი ფორდმა შეიძინა კაუჩუკის პლანტაციის გასაშენებლად. საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ საბურავების დასამზადებლად 1945 წელს ხელოვნური მასალის გამოყენება დაიწყეს და ფორდმა 20 მილიონი დოლარი იზარა Fordlândia-ს შეძენით.

johann_johannson

Jóhann Jóhannsson-ის Fordlândia-ს ეს შესავალი თითქოს ითხოვს, რაღაც ერთიანობას დისკის მთლიან კონცეპტთან, მაგრამ ეს ასე არ არის. Jóhannsson-ის მუსიკა სულ სხვა მიმართულებით მიდის. Fordlandia პრაღაშია ჩაწერილი. ალბომში 60 კაციანი ორკესტრი უკრავს. Jóhannsson-ი ქმნის მშვიდ და მელოდიურ მუსიკას, რომელიც არანაირად არ არის გაწელილი და რბილად ეფინება ყველაფერს. კომპოზიციები როგორც წესი ერთი ინსტრუმენტის მელოდიურ ნახაზზეა აგებული სადაც სიმებიანი ორკესტრი აკეთებს ფონს, ხანდახან ცენტრალურ ადგილს ისევ ორკესტრი ან ორღანი იკავებს, როგორც ეს მეხუთე Melodia-ში, Melodia (Guidelines For A Propulsion Device Based On Heim's Quantum Theory) ხდება, სხვათაშორის აქვე უნდა ითქვას, რომ ეს Melodia (ალბომში სულ ხუთი Melodia არის) თითქოს რაღაცნაირად ამოვარდნილია Fordlândia ერთიანი კონცეპტიდან, ამას კიდევაც ხელს უწყობს ელექტრონული ბითის სიძლიერე კომპოზიციაში, რაც სხვაგან თითქმის არ არის. გარდა წინა პლანზე გამოსული ჩასაბერი ინსტრუმენტებისა და ორღანისა The Great God Pan Is Dead-ში საერთოდ გუნდის სიმღერაა ცენტრში. ალბომში ბევრია Eno-სეული soundscapeები და გაშლილი ჟღერადობა მელოდიურობასთან ერთად. Fordlandia საკმაოდ დახვეწილი და კარგად აწყობილი ნამუშევარია, ძალიან სასიამოვნო მოსასმენი მუსიკაა და თუ ყურადღებით მოისმენთ ორჯერ უფრო სასიამოვნო გახდება.

cover

Jóhann Jóhannsson - Fordlandia

year: 2008

label: 4AD

genre; ambient, neo classical, electronica

#01] Fordlandia
#02] Melodia (i)
#03] The Rocket Builder (Io Pan!)
#04] Melodia (ii)
#05] Fordlandia - Aerial View
#06] Melodia (iii)
#07] Chimaerica
#08] Melodia (iv)
#09] The Great God Pan Is Dead
#11] How We Left Fordlandia
#10] Melodia (Guidelines For A Propulsion Device Based On Heim's Quantum Theory)

DOWNLOAD

password:radiobicycle

MySpace

WebPage

08 November, 2008

mógil

heil to schizophrenia!

შემოუშვით ვარდისფერი შიზოფრენია თქვენს სამყაროში!

ძალიან გაფრენილად მეჩვენება ეს ალბომი რატომღაც, თუმცა მასში გაფრენილი არც ისე ბევრია როგორც მე მეჩვენება. აბა რატომ მეჩვენება მე ისლანდიურ-ბელგიური mógil-ის პირველი ალბომი - ró ასეთ შიზოფრენიულად?

 

mogil

ალბათ იმიტომ, რომ ის რაც ამ ალბომში ხდება ყოველდღე არ ხდება. რადიოს დინამიკებიდან, ტელევიზორებიდან, იმ დამპალი კლუბიდან შენი სახლის პირველ სართულზე რომ არის და მეზობლებს, რომ არ აძინებს და ყოველ საღამოს ისტერიული კივილი რომ ისმის სადარბაზოში - მოდის ხმები რომლებსაც მარტივად და დაუფიქრებლად იღებ. მეც დიდი ხანია არაფრისთვის მომისმენია რაც შეიძლება შიზოფრენიულის კატეგორიაში მოხდეს, ამ (post)beat რაღაცეებით ვარ გატაცებული და შორს მრჩება ეს ემბინთურ-ნეოკლასიკურ-ავანგარდულ-შიზოფრენიული საუნდები.

და რა ხდება მაინც ამ კოლოფს შიგნით. ამ კოლოფში დევს კვარტეტი mógil, რომელიც წერს საკუთარ მუსიკას, იყენებს ტექსტებს ისლანდიური ფოლკლორიდან (რომლებიც ჩვენ არ გვესმის და რომლებსაც ჩვენ ვერ გამოვთქვამთ) და საკუთარ ტექსტებსაც ისლანდიური ფოლკლორის გავლენით წერს. ინსტრუმენტებიც შესაბამისად გამოყენებულია აკუსტიკური და კლასიკური. mógil ყოველგვარი ელექტრონული აბრაკადაბრისგან შორს არის, მაგრამ folktronic გავლენები აშკარაა ამ მუსიკაზე - რითმები და მელოდიები ხშირად ჟღერს როგორც glitch ეფექტში გატარებული ლუპი. მაგრამ ეს წამყვანი არ არის მათ მუსიკაში, მთავარი მაინც გაწელილი soundscape-ები, Heiða Árnadóttir - ის კლასიკური ვოკალი და ფოლკ-კლასიკური თემებია.

ეს ნამდვილად არ არის ის მუსიკა რომელსაც ხშირად მოუსმენთ და რომელიც გაჰიტდება თქვენს პლეილისტში, საკმაოდ მძიმე და რთული ჟღერადობაა, მაგრამ თუ ფანჯრებს დახურავთ, კარში გასაღებს გადაატრიალებთ, დინამიკებს ბოლომდე აუწევთ და კარგ კუთხეს იპოვით ოთახში ეს მუსიკა ბევრ ფერს მოიტანს მაგ ჩაკეტილ სივრცეში და შიზოფრენიასაც გამოცოცხლებს თქვენში.

 

cover

 

mógil - ró

Heiða Árnadóttir (vocals),

Ananta Roosens (violin),

Joachim Badenhorst (clarinet/saxophone)

Hilmar Jensson (guitar)

year: 2008

label: radical duke

genre: ambient, contemporary classical, indie

#01] Fuglinn н fjцrunni
#02] Fjaðraþyt
#03] Litla Prump
#04] Sagan цll
#05] Sofa
#06] Sбlar minnar
#07] Traangas
#08] Heimbleikur
#09] Agnarцgn
#10] Hopp
#11] Sofi, sofi barnið
#12] Rjуminn

DOWNLOAD

password: radiobicycle

MySpace

17 October, 2008

room eleven - mmm... gumbo? 2008

room eleven

ჩემს თავში რომ შემოიხედოთ მტვერსასრუტის მოსატანად გაბრუნდებით დარწმუნებული ვარ. სრული ქაოსია, და დაახლოებით იგივე ხდება ჩემს მუსიკალურ Fოლდერებში. დღეს ვათვალიერებდი ჩემს Fოლდერებს და რაღაც ჯგუფი ვიპოვე, რაღაც 2008 წლის ალბომით. სადიან გაჩნდა ეს ალბომი ამ Fოლდერში? რა ჯგუფი იყო ეს? როდის მოვასწარი პოვნა? ვერცერთ შეკითხვაზე ჩემი ტვინის კართოტეკაში პასუხი ვერ ვიპოვე და ეს ინფორმაცია ახლიდან ჩავტვირთე თავში.

ჯგუფი რომელიც გადმომიწერია ყოფილა ჰოლანდიური ჯაზ ბენდი female ვოკალით - room eleven. ძირითადი ინფორმაცია უკვე ჩავტვირთე, ახლა დანარჩენი უნდა ვიპოვო. დანარჩენი ბევრი არ არის და ამ ბოლო დროს ფაქტები ნაკლებად მიზიდავს, მოკლედ: 2001 წელს უტრეხტის მუსიკალურ კოლეჯში ერთმა singer-songwriter გოგონამ სახელად Janne Schra განცხადებების დაფაზე მიაჯღაბნა, რომ ეძებდა გიტარისტს ბენდისთვის და გადაეყარა Arriën Molema-ს (მადლობა ღმერთს რადიოში არ ვარ და ამ სახელების წარმოთქმა არ მიწევს) დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზასა. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს 2004 წელს მიიერთეს Tony Roe, Lucas Dols და Maarten Molema. ეს უკანასკნელები პიანინოზე, კონტრაბასსა და დრამზე უკრავენ. სადებიუტო "Six White Russians and a Pink Pussycat" 2006 წელს გამოვიდა, 2007 წელს ეს ალბომი ხელახლა გამოიცა ბონუს დისკის დამატებით და ის რაც ჩემი დამტვერილი Fოლდერის სიღრმეში აღმოვაჩინე 2008 წლის აპრილში გამოსული „Mmm...Gumbo?“ ყოფილა. ნეტა აპრილშივე მქონდა ეს ალბომი, მარტში თუ ორი დღის წინ გადმოვწერე? გუშინ რა ფერის წინდები მეცვა ნეტა? თქვენ როგორ გგონიათ მნიშვნელოვანია გახსოვდეს რა ფერის წინდები გეცვა გუშინ? ან გეცვა თუ არა საერთოდ? ვინმე იმახსოვრებს ეგეთ რაღაცეებს თუ.....

როგორ იყო სელინჯერთან? თემას სცდებიო მთელი კლასი იწყებს ყვირილს, მერე რა ძაანაც მიყვარს როცა ვინმე თემას სცდება

2007_06_14_afbeelding_room_eleven_by_daniel_baggerman_big

ხოდა „Mmm...Gumbo?“ - ს დავაკლიკე და ჩავრთე. პირველი სიმღერა მომეწონა და ალბომიც მიჰყვა პლეილისტში. მოჯაზო მოFანკო „Hey Hey Hey“ მო-indie folk-ო ვოკალით მშვენიერ განწყობაზე გაყენებს ეგრევე, ორი ღამეც რომ არ გძინებოდეს და სამსახურში უფროსიც რომ გჭამდეს, მაინც დაგანახებს რაღაც პოზიტიურს შენს უაზრო ყოფაში. იმ სიმღერებიდან არის ვარდისფერ სათვალეს რომ გიკეთებს ცხვირზე. მეორე ასეთი სიმღერა ალბომში არ არის, საერთოდ „Hey Hey Hey“ მთელ ალბომად მიღირს პირადად მე. თუმცა დანარჩენიც ძალიან კარგია, აი ზუსტად მშვენიერი indie jazz-ის ნიმუშია ეს ალბომი. Janne - მობლუზო მოფოლკო ვოკალი სადღაც Amy Winhouse-სა და Feist-ს შორისაა. ინსტრუმენტალური მხარე ცოტათი წაიბანალურებს, წაისტერეოტიპულებს, მაგრამ ზუსტად ამიტომაა კარგი, რომ ერთგვარი სტერეოტიპულობა გააჩნია. ძველ ნათრევ ჯაზურ რითმებზე სიმღერის აგება ყოველთვის საინტერესო იქნება მსმენელისთვის. მაგრამ მარტო ერთფეროვანი და მობეზრებული რითმები საკმარისი არ არის, room eleven მუსიკას Folk, Indie და Jazz საუნდს შორის დაათრევს. ალბომის დასაწყისი „Hey Hey Hey“ და დასასრული „A Little Of Me“ ალბათ ჩემი საყვარელი სიმღერებია ალბომიდან. ფრანგულ - ინგლისურ - გერმანული „Lalala Love“ მშვენიერ განწყობაზე დაგაყენებთ. არანაირი ექსპერიმენტალური გარღვევა ეს ალბომი არ არის - უბრალოდ ბევრი კარგი სიმღერაა ერთად.

გუშინ მგონი შავი წინდა მეცვა, მარჯვენაზე შავი იყო და მარცხენა არ მახსოვს.

Recipe for Room Eleven (only for fine ears!)

Ingredients:
1. One singer-songwriter and a composer-guitarist who write bloody good songs.
2. Three handsome and very talented jazzmusicians (double bass, drums and keys).
3. A big/small stage or a cd-player/mp3player.
4. Volume around 100.
DELICIOUS!!

folder

room eleven - mmm... gumbo?

Janne Schra, Arriën Molema, Tony Roe, Lucas Dols, Maarten Molema

year: 2008

label: universal records

genre: jazz, pop, indie jazz, folk, acoustic

#01] Hey Hey Hey
#02] What Will It Be
#03] Lalala Love
#04] Looking At My Feet
#05] Swimmer
#06] Ode
#08] Seeds
#09] Not Jealous
#10] Shyness
#11] Always
#12] Rainy Day In The Sun
#13] A Little Of Me

DOWNLOAD

password:radiobicycle

MySpace

WebPage

15 October, 2008

Pascal Comelade - The No Dancing 2008

pascalcomelade_cabe

რა ხანია არაფერი დამიწერია, არადა რამდენი ახალი ჯგუფი მყავს დაგროვილი. ყოველ დღე შედიხარ ახალ ლინკს აკლიკავ ახალ ალბომს იწერ, ახალ მუსიკას უსმენ და საბოლოოდ შთაბეჭდილება - 0. ძალიან ერთფეროვან ჯგუფებს შორის დღეს ჩემს Fოლდერში აღმოვაჩინე Pascal Paul Vincent Comelade-ს ალბომი და პირველ კომპოზიციას დაუფიქრებლად ავყევი. სათამაშოებით გაკეთებული მუსიკა ბევრია და ბევრგანაა - ელექტრონიკით დაწყებული ავანგარდული ჯაზით დამტავრებული. რასაც Pascal Comelade აკეთებს ეს ერთგვარი ექსპერიმენტალურ-ავანგარდული სათამაშო მუსიკაა კინოფილმებიდან და კინოფილმებისთვის. Yann Tiersen-სა და Jon Zorn-ს შორის არის ეს მუსიკა სადღაც. თურმე მომნატრებია ეს ცოტათი მოჯაზო, მოFანკო, მობლუზო საუნდი თავის ექსპერიმენტებითურთ. Comelade იმ შიზოფრენიკ ავანგარდისტთა სიიდანაა, რომელთა მოსმენა ხანდახან იმდენად რთულია, რომ სიჩუმეში ჯდომა გირჩევნია, მაგრამ მათგან განსხვავებით Comelade მშვენივრად ისმინება.

ეს ახალი ალბომი საერთოდ გამოვიდა თუ არა არც ვიცი, იმიტომ რომ არც საიტი აქვს ნორმალური Comelade-ს და არც სპეისის განახლებაზე ზრუნავს ვინმე, იქ ბოლო სიახლე 2007 წლის ალბომია. მოკლედ გადავაწყდი ერთ ბლოგზე და გადმოწერე წაშლას ხომ ყოველთვის შეძლე აზრით გადმოვწერე და მომეწონა კიდეც.

ხო რა უნდა მეთქვა კიდე ბევრი მუსიკოსი ჰყავს სტუმრად ალბომში (ესენიც შიზოფრენიკების სიიდან არიან) Robert Wyatt, Jac Berrocal, PJ Harvey და ასე შემდეგ, შესაბამისად მთელი ალბომიც იქ დაფარფატებს - შიზოფრენიისა და ცეკვა-თამაშის ზღვარზე, შენც იქვე მიჰყავხარ და გათამაშებს. თან მეტად მრავალფეროვანი ალბომია და სიმღერიდან სიმღერაში ბევრს ახალს ნახავ. საუკუნეა ალბომისთვის თავიდან ბოლომდე არ მომისმენია, პირველი 30 წამიდან ხომ ყველაფერი გასაგებია და მე ეს უკვე ვიცი განწყობა გეუფლება, თან სულ დრო არ მყოფნის და 20 წუთში ორი ალბომი უნდა მოვისმინო ხოლმე, მაგრამ ამის გამორთვა ძალიან არ მომინდა და ბოლომდეც ვუსმენ.

გადაწერეთ რა და თუ არ მოგეწონებათ წაშლას რა უნდა.

cover

Pascal Comelade - The No Dancing

year:2008

genre: jazz, avant-garde, toy

#01] The Blank Invasion Of Schizofonics Binkinis
#02] Stranger In Paradigm
#03] Jours Tranquilles A Rodez (With Jaki Liebezeit)
#04] Elvis Loved Dogs
#05] The Sad Skinhead (With Jean-Herve Peron)
#06] Sunny Afternoon
#07] Love Too Soon (With PJ Harvey)
#08] Contre Le Style
#09] Mother Of Earth
#10] Cadillac (With Jac Berrocal)
#11] Put The Straw Under The Baby
#12] The Indian Of The Group
#13] Via-Crucis Del Rocanrol
#14] Don't Touch My Blue Oyster Shoes
#15] Betty Page A-Go-Go
#16] Sense El Resso Del Dring
#17] September Song (With Robert Wyatt)
#18] Le Barman De Satan
#19] L'U
#20] Psicotic Music'Hall

DOWNLOAD

password:radiobicycle

MySpace

28 September, 2008

parachutes - tour ep

აი ხომ გეუბნებით მუსიკა სამზარეულოში უნდა აკეთო და არა საძინებელში. აი parachutes - თავიდან საძინებელში აკეთებდნენ ალბომებს, შემდეგ სამზარეულოში გადაათრიეს ინსტრუმენტები და ახლა ტურზე არიან sigur rós - ის გახურებაზე, თან პატარა EP-ს გაკეთებაც მოასწრეს, მშვენიერია EP-ა სხვათაშორის, აი ისეთი სამზარეულოშიც, რომ კარგად მოისმინებოდა

 

front

 

parachutes - tour ep

Alex Somers and Scott Alario

year: 2008

genre: ambient, electronica, indie

#01] Your Stories
#02] Tree Roots Turn to Forts
#03] Where Were You?

 

DOWNLOAD

password: radiobicycle

MySpace

 

 

 

მიყვარს რა სამზარეულოები და რა ვქნა